დღევანდელი დღე ტრენინგის ბოლო შეხვედრაა. გავიარე ტრენინგის სრული კურსი. ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი გამოდგა. ისეთი პროგრამები შეგვასწავლა ბატონმა დიმიტრიმ, რომლებიც ძალიან დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ მუშაობაში.ვისწავლეთ დრაივში შესვლა და ატვირთვა, სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, მოსწავლის ბლოგის გაკეთება, ვიმუშავეფასების ეთ პროექტის გეგმაზე. ავირჩიეთ თემა, დავგეგმეთ და შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების ზოგადი მიმოხილვა. თითოეული პროექტის თემა იყო ძალიან აქტუალური ,განსხვავებული და მნიშვნელოვანი. განვიხილეთ და გავაანალიზეთ სხვადასხვა შეფსების რუბრიკები. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, შეფასების ბიბლიოთეკა, დიფერენცირებული სწავლის კომპონენტები, შევქმენით ფასილიტაციის პროდუქტი. დასრულდა ტრენინგი.პედაგოგებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტები. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მონდომებისთვის და გაწეული შრომისთვის. და კიდევ იმისათვის რომ ყოველთვის მზად ხართ სიახლებისათვის... წარმატებებს გისურვებთ! მადლობა ჩვენ ტრენერს ბ. დიმიტრი