К основному контенту

Сообщения

Сообщения за июль, 2018

მეცხრე დღე

დღევანდელი დღე ტრენინგის ბოლო შეხვედრაა. გავიარე ტრენინგის სრული კურსი. ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი გამოდგა. ისეთი პროგრამები შეგვასწავლა ბატონმა დიმიტრიმ, რომლებიც ძალიან დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ მუშაობაში.ვისწავლეთ დრაივში შესვლა და ატვირთვა, სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, მოსწავლის ბლოგის გაკეთება, ვიმუშავეფასების ეთ პროექტის გეგმაზე. ავირჩიეთ თემა, დავგეგმეთ და შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების ზოგადი მიმოხილვა. თითოეული პროექტის თემა იყო ძალიან აქტუალური ,განსხვავებული და მნიშვნელოვანი. განვიხილეთ და გავაანალიზეთ სხვადასხვა შეფსების რუბრიკები. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,  შეფასების ბიბლიოთეკა, დიფერენცირებული სწავლის კომპონენტები, შევქმენით ფასილიტაციის პროდუქტი. დასრულდა ტრენინგი.პედაგოგებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტები. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მონდომებისთვის და გაწეული შრომისთვის. და კიდევ იმისათვის რომ ყოველთვის მზად ხართ სიახლებისათვის... წარმატებებს გისურვებთ! მადლობა ჩვენ ტრენერს ბ. დიმიტრი

მერვე დღე

დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლის  კომპონენტები, ასევე მასწავლებელი ფასილიტაციის როლში.შევქმენით ფასილიტაციის პროდუქტი.

მეშვიდე დღე

ტრეინინგის მეშვიდე დღეს ინტელის ბიბლიოთეკიდან მოვიძიეთ შეფასების რუბრიკები-კოლაბორაციული შეფასება,ჩამოვტვირთ ეთ ჩვენს პორტფოლიოში,გადავაკე თეთ და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.გავაგრძელეთ მუშაობა საკუთარი გეგმის პროექტის შაბლონზე.ჩამოვტვირთეთ ვმს-სქემა გადავაკეთეთ და მოვარგეთ ჩვენ თემას.

მეექვსე დღე

დღე მეექვსე ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის ნიმუში ჩავაშენეთ ბლოგზე, გავეცანით  რესურსებში შეფასების რუბრიკის ნიმუშს, შემდეგ ჩვენ თვითონ შევქმენით შეფასების რუბრიკები, ინდიკატორებზე დაყრდნობით

მეხუთე დღე

 ტრეინინგის მეხუთე დღეს გავიხსენეთ ზოგადად პრეზენტაციები.  შევქმენით პრეზენტაცია.ავტვირთე თ გუგლდრაივში და დამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე იყო ძალიან საინტერესო.მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ , მნიშვნელოვანი, შრომატევადი და ინფორმაციულად დატვირთული იყო. ამ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების მიზნები და სტრატეგიები. შევიმუშავეთ როდის რომელი შეფასება უნდა გამოვიყენოთ ანუ შევადგინეთ შეფასების გეგმა.  ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე
მესამე დღეს მუშაობა დავიწყეთ ბლოგის გახსნით,განვიხილეთ მეორე დღის რეფლექსია,შევავსეთ ბროშურები,შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის რამდენიმე პუნქტი,ვიმუშავეთ პროფესიულ სტანდარტზე,პროექტის სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე. განვიხილეთ და ჩავასწორეთ ინდივიდუალურად პროექტის გეგმის იდეა. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ თემის სტანდარტები, შინაარსობრ  სტანდარტები და ინდიკატორები. შევავსეთ შაბლონში პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლების შედეგები. გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა და ახალი გვერდების ჩამატება. დავალება: შევასწოროთ მიზნები. წავიკითხოტ სახელმძრვანელოს მეორე მოდულის პირველი აქტივობა.
ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს. განვიხილეთ პროექტის იდეები , მივიღეთ მითითებები თუ როგორ შეიძლება შევქმნათ პროექტი    და რა მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას სასწავლო პროცეში . ვისწავლე ბუკლეტის შექმნა, ასევე ვისწავლე ბლოგის შექმნა, რომელზეც პოსტები გამოვაქვექნეთ. ვიმუშავეთ გუგლდრაივში, ვისწავლეთ ფაილების და ფოტოების ატვირთვა.